საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახჩალარში

„აუცილებელია ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმებებითა და გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სიკეთეების შესახებ სოფლის მოსახლეობას მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია“ - განაცხადა 12 ივლისს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახჩალარში გამართულ შეხვედრაზე ბახჩალარის თემის წარმომადგენელმა.

 

ფერმერებსა და სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრა სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალურმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლში, თემურ სუყაშვილმა  გამართა.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებას და სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდამჭერ პროგრამებს. ფერმერები დაინტერესდნენ ENPARD-ის პროგრამებითა და პროექტებით. მსმენელებს მიეწოდათ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლის მასშტაბით დაფინანსებული პროექტების შესახებ.

 

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

12-07-2019