საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერის მოსახლეობასთან

10 ივლისს, სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურმა წარმომადგენელმა, ანა ცანავამ მარტვილის მუნიციპალიტეტის ტალერის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ნატოს ურთიერთობებს, არსებულ მიღწევებს, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებს. ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეები, ევროკავშირთან მიმართებაში საზოგადოებაში გავრცელებული მითები და ასოცირების ხელშეკრულება, ასევე, წარმოადგენდა დისკუსიის თემას. შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ თემატური საინფორმაციო მასალა.

 

შეხვედრაზე დამსწრეთა ინტერესი გამოიწვია თუ რამდენად შესაძლებელია, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებით ნატოში ინტეგრაცია, ასევე, რუსეთის ფაქტორის გამო, რამდენად რეალურია, საქართველოს ნატოში გაწევრების შანსები.

 

შეხვედრის მონაწილეები, ასევე, დაინტერესდნენ, თუ რა პროგრამებს ახორციელებს ევროკავშირი საქართველოში და რამდენად ხელმისაწვდომია ისინი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში" პროექტის ფარგლებში გაიმართა.

10-07-2019