საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში

4 ივლისს, სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურმა წარმომადგენელმა, ანა ცანავამ სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს, ევროკავშირთან მიმართებაში საზოგადოებაში გავრცელებულ მითებს, ასოცირების ხელშეკრულებასა და DCFTA შესაძლებლობებს.

 

დისკუსიის ერთერთი თემა იყო ანტიდისკრიმინაციული კანონის არსი და მნიშვნელობა.

 

შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ ექნებათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ლეგალურად დასაქმდნენ შენგენის ზონის ქვეყნებში. შეხვედრის დამსწრეთა კითხვები შეეხო ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხსაც, კერძოდ, რუსეთის ფაქტორის გამო, რამდენად რეალურია, საქართველოს ნატოში გაწევრების შანსები.

 

შეხვედრის მონაწილეები, ასევე დაინტერესდნენ, თუ რა პროგრამებს ახორციელებს ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით და რამდენად ხელმისაწვდომია ისინი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში" პროექტის ფარგლებში გაიმართა.

04-07-2019