საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა სოფელ დაბაძველში

უვიზო მიმოსვლა და ასოცირების შეთანხმების ძირითადი საკითხები, ამ თემებზე ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის შუახევის ბიუროს წარმომადგენელმა სალომე აბულაძემ სოფელ დაბაძველში.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას, სარგებელს, უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ ძირითად მოთხოვნებსა და არსებულ გამოწვევებს, ასევე, ასოცირების შეთანხმებას, ძირითად მიმართულებებსა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებს დაურიგდათ თემატური საინფორმაციო მასალები.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

23-07-2019