საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ზემო საზანოში

24 ივლისს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი თანამშრომლობით ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო საზანოში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თემის რწმუნებული დავით გოგბერაშვილი ესწრებოდა, რომელიც ჩართული იყო შეხვედრის ორგანიზებაში. უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებული რეგულაციების შესახებ ინფორმაციამ მოსახლეობაში ინტერესი გამოიწვია. მათ ქონდათ კითხვები ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ საქართველოს ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებზე, ნატო საქართველოს პარტნიორობასა და ევროკავშირის ისტორიაზე ისაუბრა.

შეხვედრის მონაწილეებს თემატური მასალები გადეცათ. ასევე, მოსახლეობამ სურვილი გამოთქვა მსგავსი შეხვედრის ჩატარების სკოლაში.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

24-07-2019