საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში

24 ივლისს, სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურმა წარმომადგენელმა ანა ცანავამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან და ნატოსთან ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს, ევროკავშირსა და ნატოსთან მიმართებაში საზოგადოებაში გავრცელებულ მითებს, ასოცირების ხელშეკრულებასა და DCFTA შესაძლებლობებს.

შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ ექნებათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ლეგალურად დასაქმდნენ შენგენის ზონის ქვეყნებში. შეხვედრის დამსწრეთა კითხვები შეეხო ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხსაც, კერძოდ, შესაძლებელია თუ არა, ოკუპირებული რეგიონების არსებობის პირობებში საქართველოს ნატოში გაწევრება.

 

შეხვედრა განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთან თანამშრომლობით გაიმართა.

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში" პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

24-07-2019