საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში

სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალურმა წარმომადგენელმა აჭარაში ირმა გაბინაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“ ფარგლებში, 25 ივლისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებსა და გამოწვევებს, მოქალაქეებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებელის, ახალი შესაძლებლობებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. მსმენელები დაინტერესდნენ, ევროკავშირის პროექტების განხორციელების ფარგლებში რა კონკრეტულ სარგებელს მიიღებს საქართველოს თითოეული მოქალაქე და რამდენად ხელმისაწვდომია ინფორმაცია ამ პროგრამების შესახებ მოსახლეობისთვის. საუბარი შეეხო საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას და მათგან მომდინარე საფრთხეებს. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს აგრეთვე იმ სტერეოტიპებზე, რომლებიც საზოგადოებაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობას და სიკეთეებს აგრეთვე ამ პროცესში გამოვლენილ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევების გამოვლენასა და მათ პრევენციას. აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა აუდიტორიას საინფორმაციო მასალები გადასცა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

25-07-2019