საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან

25 ივლისს, სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ევროინტეგრაციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა ეკატერინე ქარდავამ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითად ასპექტები, ამ მიმართულებით არსებული მიღწევები და გამოწვევები განიხილა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობსა და რუსეთის მიერ წარმოებული ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე. განსაკუთრებით აღინიშნა ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაციისთვის მიმდინარე პროექტის შედეგები და მნიშვნელობა, რაც საშუალებას მისმემს მოქალქეებს აქტიურად ჩაერთონ ევროინტეგრაციის პროცესში და გაიაზრონ ის სარგებელი, რაც ამ პროცესსახლავს თან.


შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობდა.

შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

25-07-2019