საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ხონის კულტურის სახლში

26 ივლისს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან თანამშრომლობით პროექტის "ძალა ევროპაშია" ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ქ.ხონის კულტურის სახლში. შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა, რომელთან ქონდათ შესაძლებლობა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაცია მოესმინათ. შეხვედრას გიორგი ონიანი -„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დირექტორის მოადგილე უძღვებოდა. მოწვეულ სპიკერებს შორის იყვნენ: ლევან ავალიშვილი - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; ნინო ევგენიძე - ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი; გიორგი ჯანელიძე - სცენარისტი, შოუ „კაცები“; კახა ხიმშიაშვილი - SIDA; დათო ლაბაძე - კაცების შოუ. შეხვედრას აგრეთვე, ხონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებიც ესწრებოდანენ.

 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებული რეგულაციებზე ისაუბრა.

 

შეხვედრის მონაწილეებს თემატური მასალები გადეცათ. ასევე, მათ ქონდათ საშუალება სპიკერებისთვის კითხვები დაესვათ და მიეღოთ კომპეტენტური პასუხები.

26-07-2019