საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ქ. მარნეულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინფორმაციო ცენტრში

26 ივლისს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა ქ. მარნეულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

 

ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირინა შამილაძემ მოსწავლეებთან  საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის, ნატო-საქართველოს ურთიერთობის ძირითადი მიმართულებებისა და გაცნობიერებული მხარდაჭერის მოპოვების აუცილებლობის  შესახებ ისაუბრა. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები მათთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა ცენტრის ხელშეწყობით მოინახულეს ოკუპაციის მუზეუმი.

 

21-ე საუკუნეში სოციალური მედიის განვითარებისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდის კვალდაკვალ, მედიაწიგნიერება მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. მოსწავლეებში სწორედ მედიაწიგნიერების კომპეტენციების გამომუშავება წარმოადგენს საზაფხულო სკოლის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას.

 

საზაფხულო სკოლის ორგანიზატორია საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს ხელმძღვანელი, სსიპ ქ. მარნეულის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი თემურ სუყაშვილი და ამავე სკოლის პედაგოგი გიორგი ჭაუჭიძე.

26-07-2019