საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა სოფელ მათხოჯის თემში

26 ივლისს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან თანამშრომლობით პროექტის "ძალა ევროპაშია" ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა შედგა ქ.ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის თემში. შეხვედრას თემის რწმუნებული და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა. შეხვედრაზე მოწვეულმა სპიკერებმა დათო ლაბაძემ და გიორგი ონიანმა თანასწორობაზე და იმ მრავალფეროვნებაზე ისაუბრეს, რომელიც ევროკავშირის ქვაკუთხედია. მოწვეულმა სპიკერმა ნინო ევგენიძემ განათლების სფეროში ევროპულ გამოწვევებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ქართულ-ევროპულ კულტურაზე და ღირებულებებზე ისაუბრა ჟურნალისტმა დათო ლიკლიკაძემ.

 

საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებული რეგულაციებზე ისაუბრა.

 

შეხვედრაზე მწვავე დისკუსია გაიმართა, რომელიც ადამიანის უფლებებს და დემოკრატიულ ღირებულებებს ეხებოდა.

 

შეხვედრის მონაწილეებს ქონდათ კითხვების დასმის და დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს თემატური მასალები გადეცათ.

26-07-2019