საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე საქართველო ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების ხელშეკრულება და უვიზო მიმოსვლის მართლზომიერი გამოყენების შესახებ ისაუბრეს.

 

შეხვედრა 30 ივლისს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალურმა წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ გამართა ადგილობრივ თვითმმართველობასა და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, მელიტონ მეტრეველთან თანამშრომლობით.

 

შეხვედრას ესწრებოდა 2019 წლის ევროპის დღეების ფარგლებში გამართული ესეების კონკურსის ,,ევროპა ჩემთვის არის“ ერთ-ერთი გამარჯვებული, მარიამ მეტრეველი. მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები ევროინტეგრაციის საკითხებზე. იმსჯელეს ევროკავშირთან მიმართებაში საზოგადოებაში გავრცელებულ მითებზე. შეხვედრის ბოლოს გადაეცათ თემატური საინფორმაციო მასალა.

 

შეხვედრა ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.
პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

30-07-2019