საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოში

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოში. ასოცირების შეთანხმება, DCFTA და უვიზო მიმოსვლის ძირითად საკითხებებზე ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მაღალმთიან აჭარაში, სალომე აბულაძემ.

შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა. განიხილეს ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობა და შესაძლებლობები, DCFTA - როგორც სამომავლო პერსპექტივები, ახალი გამოწვევები და სარგებელი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უვიზო მიმოსვლის ძირითად საკითხებს. მონაწილეებს დაურიგდათ თემატური საინფორმაციო მასალები. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები ევროინტეგრაციის საკითხებზე.

 

შეხვედრა ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

 

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

31-07-2019