საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ქუთაისში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნა

30 ივლისს, ქუთაისში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნა. რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროც შეურთდა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიერ გაბაშვილის პარკში წარმოდგენილი იყო არტ-ინსტალაცია “უხილავნი ჩვენს შორის“, რომელიც ასახავდა ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეალურ ისტორიებს.

 

კამპანია ხორციელდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდსა და იუსტიციის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით. კამპანია დაფინანსებულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

კამპანია „უხილავნი ჩვენს შორის“ აღიარებულია ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო რეგიონალურ ინიციატივად. ინსტალაცია პირველად 2014-2015 წლებში განთავსდა უკრაინაში და 2016 – 2017 წლებში გადაინაცვლა ბელარუსსა და მოლდოვაში. 2018 წელს კამპანიას თბილისმა და ბათუმმა უმასპინძლა, ხოლო 2019 წლის 30 ივლისს „უხილავნი ჩვენს შორის“ ქუთაისს ესტუმრა.

 

სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს მოხალისეები დღის მანძილზე მოსახლეობის ინფორმირებულობას საინფორმაციო მასალებით ცდილობდნენ. დაინტერესებულ პირებს საშუალება ქონდათ უვიზო მიმოსვლის შესახებ პირობებს და ევროკავშირთან დაკავშირებული მითებს გაცნობოდნენ.

30-07-2019