საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლა

29-30 ივლისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლა მოეწყო. პროექტში უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები (30 მონაწილე) მონაწილეობდნენ.

 

საზაფხულო სკოლის მიზანი იყო სტუდენტების ინფორმირება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმდინარე საკითხებზე და სტუდენტების ჩართულობის გაზრდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

 

პროექტის ფარგლებში მონაწილეები სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდნენ. ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (NATO), ნატოს ისტორია ; ნატო-საქართველოს ურთიერთობები, პერსპექტივები და გამოწვევები; ევროკავშირის ისტორია; საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმება, DCFTA ; სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია; მითები ევროკავშირთან და ნატოსთან მიმართებაში; ანტიდასავლური პროპაგანდა და საინფორმაციო ომი;

 

საზაფხულო სკოლა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით მერვედ იმართება.

30-07-2019