საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ქალაქ ბათუმის მერიაში

31 ივლისს, ქალაქ ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერიის სამსახურების, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან, აგრეთვე, საჯარო, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორთან, პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი და „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი უძღვებოდნენ. აუდიტორიამ მოისმინა ინფორმაცია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გატარებულ, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, აგრეთვე, ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებელის, პროგრამების და შესაძლებლობების შესახებ. საუბარი შეეხო უვიზო მიმოსვლას და ამ პროცესში არსებულ გამოწვევებს. გაიმართა დისკუსია, რომელშიც ახალგაზრდებიც ჩაერთვნენ, შეხვედრის დასასრულს, დავით ბუჯიაშვილმა ქალაქ ბათუმის საკრებულოს წევრებისა და მერიის სამსახურების წარმომადგენლების შეკითხვებსაც უპასუხა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, ქალაქ ბათუმის ვიცე-მერი, ლელა სურმანიძე., საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და მერიის სამსახურების ხელმძღვანელები.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ მიერ, საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალიტეტებში პერმანენტულად ეწყობა შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობების და ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრები მიზნად ისახავს დასავლური ინტეგრაცის პროცესის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლებასა და მოქალაქეების მეტ ჩართულობას მიმდინარე პროცესებში. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის მედეგობის გაძლიერებისა და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო.

31-07-2019