საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ხაშურის მუნიციპალიტეტში

30 ივლისს, ხაშურის მუნიციპალიტეტში სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირინა შამილაძემ და ექსპერტმა, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წარმომადგენელმა დავით ძიძიშვილმა შიდა ქართლის ახალგაზრდებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ირინა შამილაძემ და დავით ძიძიშვილმა ნატოსა და ევროკავშირის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ანტიდასავლური პროპაგანდის, ასევე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები გააცნეს.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.

„საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ახორციელებს პროექტს „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“. პროექტის დონორი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობას და აღნიშნულ პროცესში საქართველოს მოქალაქეების ჩართვას.

30-07-2019