საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ღანირში

2 აგვისტოს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი თანამშრომლობით სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ღანირში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თემის რწმუნებული ესწრებოდა, რომელიც ჩართული იყო შეხვედრის ორგანიზებაში. მოსახლეობაში, უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებული რეგულაციების შესახებ ინფორმაციამ, ინტერესი გამოიწვია. შეხვედრის ერთერთმა მონაწილემ, რომელიც ოჯახთან ერთად საბერძნეთიდან რამდენიმე კვირის წინ საქართველოში ჩამოვიდა, თავის მოსაზრება გამოთქვა იმ სიკეთეებზე რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ გაერთიანებაში ყოფნის შემთხვევაში იღებენ.

 

მოსახლეობას ქონდათ კითხვები ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, მარიკა ვაჭარაძემ საქართველოს ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებზე, ნატო საქართველოს პარტნიორობასა და ევროკავშირის ისტორიაზე ისაუბრა.

 

შეხვედრის მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები გადეცათ. ასევე, მოსახლეობამ სურვილი გამოთქვა მსგავსი შეხვედრის რეულარული ჩატარების თაობაზე.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

02-08-2019