საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
გომარდულში საზაფხულო სკოლა „გზა ევროპისკენ“ გაიხსნა

აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში, ა(ა)იპ შუახევის ინტელექტ-კლუბის ორგანიზებითა და სსიპ “საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს მხარდაჭერით, გომარდულში 5 აგვისტოს საზაფხულო სკოლა “გზა ევროპისკენ“ გაიხსნა.

 

პროეტის ფარგლებში მოსწავლეებს პირველი ტრენინგ-სემინარი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა ჩაუტარა და საზაფხულო სკოლის მონაწილეებს, ორი სესიის განმავლობაში მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ევროკავშირის ისტორიის, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, ასოცირების შეთანხმების განხორციელების, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის, ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის, აგრეთვე, NATO-საქართველოს ურთიერთობების, პერსპექტივების, გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობების შესახებ. მსმენელებმა შეასრულეს პრაქტიკული დავალებები და ჩაერთვნენ ინტერაქციულ სესიებში. დასახელდა და პასუხი გაეცა იმ მითებსა და სტერეოტიპებს, რომლებიც სხვადასხვა არხებით, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საშუალებით ვრცელდება საზოგადოებაში. საინფორმაციო ცენტრის შუახევის წარმომადგენელმა სალომე აბულაძემ DCFTA შესაძლებლობებზე, ასოცირების ხელშეკრულების თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე ისაუბრა და ამ კომპონენტში ევროკავშირის მიერ დაწესებულ სტანდარტებზე გაამახვილა ყურადღება.

 

საზაფხულო ბანაკის ფარგლებში 10 აგვისტომდე, დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის ტრენინგი, საგანმანათლებლო-შემეცნებითი, სპორტულ-კულტურული ღონისძიებები საზაფხულოს სკოლის მონაწილებისთვის, რომლებიც მაღალმთიანი აჭარის საჯარო სკოლებიდან კონკურსის გზით შეირჩნენ. საზაფხულო სკოლის მიზანია მთიანი აჭარის ახალგაზრდების მხარდაჭერა მათი საერთო ევროპული ღირებულებებით მომზადება, მულტიკულტურული გაგებისა და ტოლერანტობის ხელშეწყობა; მოზარდებისთვის სათანადო გარემოს შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მონაწილეთა შორის შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა და და ევროპული ღირებულებების შესახებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაა.

05-08-2019