საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაში

8 აგვისტოს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროსა და ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი თანამშრომლობით ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თემის რწმუნებული ლევან შენგელიაც ესწრებოდა, რომელიც ჩართული იყო შეხვედრის ორგანიზებაში.

 

მოსახლეობაში უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებული რეგულაციებისა და  ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობების შესახებ ინფორმაციამ, ინტერესი გამოიწვია. ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ შეხვედრის მონაწილეებს საქართველო ნატოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, საქართველოს ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებზე, ნატო საქართველოს პარტნიორობაზე და ევროკავშირის ისტორიაზე ესაუბრა.

 

შეხვედრის მონაწილეებს თემატური მასალები გადეცათ.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

08-08-2019