საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
მარტვილისა და სენაკის სკოლის მოსწავლეების ინგლისურენოვანი ბანაკის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

ბრიტანული ცენტრის, მარტვილისა და სენაკის სკოლის მოსწავლეების ინგლისურენოვანი ბანაკის (TO THE LANGUAGE CAMP ENGLISH 4 FOR YOU) მონაწილეებთან საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე ისაუბრა.

ბანაკის მონაწილეებმა სამეგრელო- ზემო სვანეთის ბიუროსთან მოხალისეობრივად თანამშრომლობის და ცენტრის მიერ რეგიონში ახალგაზრდრდებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართვის სურვილი გამოთქვეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალა გადაეცათ.

ღონისძიება ბრიტანული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

08-08-2019