საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა პანკისში

6 აგვისტოს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ,,ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში’’ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ნარდაიამ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყლის საზოგადოებრივ ცენტრში პანკისის ხეობის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

 

შეხვედრაში ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ელისო ლომიძე , კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე პლატონ კალმახელიძე და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი მონაწილეობდნენ.

 

შეხვედრაში პანკისის ხეობის თემის ლიდერები, პედაგოგები და ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

06-08-2019