საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელის შეხვედრა ახალციხის სამხარეო ადმინისტრაციაში

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა არჩილ ყარაულაშვილმა, ახალციხეში, სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო სექტორისა და ახალგაზრდული ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. 

 

შეხვედრის დასაწყისში არჩილ ყარაულაშვილმა საქართველო ევროკავშირის ურთიერთობის მნიშვნელოვან ასპექტებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის - როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მისიის - მნიშვნელოვან როლს ვითარების ესკალაციის პრევენციაში.

 

ერიკ ჰოგი შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის შესახებ ესაუბრა. ძირითადი აქცენტები გაკეთდა მისიის როლის, მისი მანდატის განხორციელების გზების, არსებული გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ. ასევე, დეტალურად ისაუბრეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს განვითარებულ მოვლენებსა და ევროკავშირის მნიშვნელოვან წვლილზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასა და კონფლიქტის დარეგულირებაში. მისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჩატარებული მუშაობის მნიშვნელობასაც. ნახსენები იყო ცხელი ხაზი, როგორც მისიის მიერ შემუშავებული ერთ-ერთი წარმატებული მექანიზმი. 

ლექცია, კითხვა-პასუხების რეჟიმში გაგრძელდა, შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ საქართველოში კონფლიქტების მართვასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე მისიის ხედვებითა და მათი სამომავლო გეგმებით. 

შეხვედრა „საინფორმაციო ცნტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" ორგანიზებით გაიმართა.

09-08-2019