საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ბათუმში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

12 აგვისტოს, ბათუმში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საოცრებათა პარკში კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობები მოეწყო. ახალგაზრდულ ფესტივალს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროც შეუერთდა: სპეციალურად მოწყობილ სტენდთან ფესტივალის მონაწილეებსა და ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო მასალას, შეეძლოთ ეპასუხათ ნატოს და ევროკავშირის შესახებ მომზადებულ შეკითხვებზე და მიეღოთ სპეციალური პრიზები. ფესტივალზე წარმოდგენილ მრავალფეროვან სტენდებთან საინფორმაციო ცენტრის მოხალისეებმა ფლაერები, თემატური და სახალისო მასალები დაარიგეს და აქტიურად ჩაერთვნენ გასართობ ღონისძიებებში.

 

ახალგაზრდობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები საოცრებათა პარკის მიმდებარედ ქართული ბენდების მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრებით, ფერების შოუთი და ფოიერვერკით გაგრძელდა.

 

ახალგაზრდული ფესტივალი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებითა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით მოეწყო. ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პრეზენტაცია 12 აგვისტოს, სასტუმრო ,,ჰილტონში“ ჩატარდა, სადაც ახალგაზრდებთან მასშტაბური შეხვედრა გაიმართა.

12-08-2019