საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ხონში ახალგაზრდობისა და ზაფხულის დღეებისადმი მიძღვნილ კვირეული იმართება

სსიპ საინფორმაცვიო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიურო ხონში ახალგაზრდობისა და ზაფხულის დღეებისადმი მიძღვნილ კვირეულში ჩაერთო. კვირეული  ბულინგის თემაზე ფილმის ჩვენებით გაიხსნა. ჩვენება ხონის ცენტრალურ ბაღში ღია ცის ქვეშ გაიმართა. ხონის კულტურის სამსახურის ჩართულობით ჩვენების დაწყებამდე საინფორმაციო აქცია მოეწყო, რომლის ფარგლებში მაყურებლებს ევროკავშირისა და უვიზო მიმოსვლის შესახებ თემატური მასალები დაურიგდათ. 

15-08-2019