საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
დაბა ხულოში ფესტივალი „ხულო FEST “ გაიმართა

25 აგვისტოს დაბა ხულოში გამართულ ფესტივალს „ ხულო FEST “„საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მაღალმთიანი აჭარის შუახევის ბიურო“  შეუერთდა. წარმოდგენილი იყო საინფორმაციო ცენტრის კუთხე, დაინტერესებულ პირებს გადაეცათ საინფორმაციო მასალები და სპეციალური ლიტერატურა. გაიმართა მცირე ვიქტორინა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, გამარჯვებულებს გადაეცათ სიმბოლური პრიზები. ფესტივალი ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა შეასრულეს ტრადიციული სიმღერები და ცეკვები. გაიმართა სხვადასხვა გასართობი აქტივობები.

ხულო FEST მეორედ ტარდება და უკვე ტრადიციული სახე მიიღო. KHULO FEST ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCRG) ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) და PMC კვლევით ცენტრთან პარტნიორობით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა.

25-08-2019