საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შუახევში საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებისთვის ტრენინგი ჩატარდა

შუახევში, საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს ტრენინგი ჩაუტარდათ. ღონისძიება მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ,,ქალთა ოთახის“ კალენდარული გეგმით გათვალისწინებული პროექტების ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შუახევის ბიუროს წარმომადგენელმა სალომე აბულაძემ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საოჯახო სასტუმროების განვითარების ეტაპებსა და ამ მხრივ არსებულ პოტენციალზე ისაუბრა, ასევე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამებზე, რომლებიც ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას. მსმენელებმა წარმატებული საოჯახო სასტუმროების მართვის სპეციფიკის ვიდეორგოლიც იხილეს.

ტრენინგს შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ესწრებოდა, რომელმაც საოჯახო სასტუმროების ქსელების გაფართოებისა და პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სწავლების ფარგლებში, მონაწილეები ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის საფუძვლებს, სასტუმროს მარკეტინგსა და ინტერნეტ რეკლამირებას გაეცნენ. ასევე, მიიღეს ინფორმაცია ტურისტული მარშრუტების დაგეგმვაზე, ტურისტულ სააგენტოებთან ურთიერთობაზე, სასტუმრო ბიზნესში კონკურენციასა და მარკეტინგულ საქმიანობაზე. ტრენინგი, საოჯახო და რესტორნების მართვის სპეციალისტმა, სულხან ზანაქიძემ ჩაატარა.

02-09-2019