საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ბაღდათის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან

30 აგვისტოს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთობლივი თანამშრომლობით ბაღდათის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მერის მოადგილე კახა ენუქიძე, სამსახურების ხელმძღვანელები და მერის რწმუნებულები თემში ესწრებოდნენ.

შეხვედრას მოწვეული ექსპერტი ნასო კაჭარავა უძღვებოდა, რომელმაც ევროკავშირის შექმნის ისტორია და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივაზე ისაუბრა.
ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ შეხვედრის მონაწილეებს უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებული რეგულაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მოსახლეობას ქონდათ კითხვები ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, მარიკა ვაჭარაძემ, ასევე, ისაუბრა საქართველოს ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებზე, ნატო საქართველოს პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

შეხვედრის მონაწილეებს თემატური მასალები გადეცათ.

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

30-08-2019