საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯინჭვისში

4 სექტემბერს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალურმა წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ ონის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ჯინჭვისის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრა ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, ზურაბ მეტრეველთან აქტიური თანამშრომლობით შედგა. შეხვედრას ესწრებოდა გომის ადმინისტრაციულ ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი დავით მეტრეველი.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ნატოს ურთიერთობებს, პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებს, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს. მოსახლეობამ ისაუბრა უსაფრთხოების მნიშვნელობაზე, აღნიშნეს, რომ სოფელი, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ საზღვართან ყველაზე ახლომდებარე სოფელია, არ აქვს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სტატუსი. ასევე, ხაზი გაუსვეს მოსახლეობაში ინფორმაციის ნაკლებობას და ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე მედია საშუალებებით ინფორმაციის მეტი გაშუქების აუცილებლობას. შეხვედრა აქტიური დისკუსიის და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსახლეობას გადაეცა თემატური მასალა.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

 

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

04-09-2019