საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში

5 სექტემბერს, სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურმა წარმომადგენელმა ანა ცანავამ ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს თანამშრომლობას ნატოსთან, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს, ნატოსთან მიმართებაში საზოგადოებაში გავრცელებულ მითებს, ასევე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას.
შეხვედრის დამსწრეთა კითხვები შეეხო ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხს: კერძოდ, შესაძლებელია თუ არა, ოკუპირებული რეგიონების არსებობის პირობებში საქართველოს ნატოში გაწევრება,  რა ვადაში შეიძლება გახდეს საქართველო ნატოს წევრი და სჭირდება თუ არა ნატოს რუსეთის თანხმობა საქართველოს გასაწევრიანებლად.
შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში" პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

05-09-2019