საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში

5 სექტემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში, ხელვაჩაურის საკრებულოს გენდერულ საბჭოსთან თანამშრომლობით, სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

მოქალაქეებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვან საკითხებზე, ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის შედეგად მიღებულ სარგებელზე, ახალ შესაძლებლობებსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში გატარებულ, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე. მსმენელები დაინტერესდნენ, ევროკავშირის პროექტების განხორციელების ფარგლებში რა კონკრეტულ სარგებელს მიიღებს საქართველოს თითოეული მოქალაქე, მათ შორის, ახალგაზრდები და რამდენად ხელმისაწვდომია ინფორმაცია ამ პროგრამების შესახებ მოსახლეობისთვის. საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და მათგან მომდინარე საფრთხეებზე საუბრისას, დაასახელდა ის მითები, რომლებიც აქტიურად ვრცელდება რეგიონებში და საზოგადოებაში სკეპტიციზმის დანერგვას ემსახურება. საუბარი შეეხო აგრეთვე, უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას და სიკეთეებს, აგრეთვე, ამ პროცესში გამოვლენილ დარღვევებს და და მათ პრევენციას. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, გურანდა დოლიძემ მსგავსი ტიპის შეხვედრების სისტემატურად ჩატარების მნიშვნელობაზე და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ევროკავშირთან დაახლოების შედეგად გახსნილ შესაძლებლობებზე მეტი ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობაზე ისაუბრა, შეხვედრას ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, მერის წარმომადგენელი სოფ ჭარნალში და სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, რომლებმაც მოსახლეობას კონკრეტული პროექტების წარმატების მაგალითებზე ესაუბრნენ. მსმენელებს პირადი გამოცდილება გაუზიარეს ახალგაზრდა მეწარმემ, ხელვაჩაურის საკრებულოს თანამშრომელმა ზაირა ჯიბლაძემ და ქალთა ოთახის კოორდინატორმა მაგდა მალაყმაძემ. შეხვედრის დასასრულს, ირმა გაბინაშვილმა აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხა და თითოეულ მათგანს საინფორმაციო სახის მასალები გადასცა.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.
პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

05-09-2019