საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოში

5 სექტემბერს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთობლივი თანამშრომლობით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მერის რწმუნებული ნიგოზეთის თემში შუქრი შეყილაძე ესწრებოდა, რომლის უშუალო დახმარებით მოხდა მოსახლეობის ინფორმირება შეხვედრის შესახებ.

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივაზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის წარმომადგენელმა უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებული რეგულაციების შესახებ და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ინფორმაცია გააცნო.

მოსახლეობას ქონდათ კითხვები ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებზე, ნატო საქართველოს პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე. შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი მსგავსი შეხვედრების თემის სხვა სოფელში ჩატარების შესახებ. თემის წარმომადგენელთან ერთად დაიგეგმა შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს თემატური მასალები გადეცათ.

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

05-09-2019