საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ქორეთის თემში

5 სექტემბერს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთობლივი თანამშრომლობით სოფელ ქორეთის თემში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა და მერის რწმუნებული ნელი ქამუშაძე ესწრებოდა.

 

სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ მონაწილეებს უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებული რეგულაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 

მოსახლეობას ქონდათ კითხვები ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, მარიკა ვაჭარაძემ, ასევე, ისაუბრა საქართველოს ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებზე, ნატო საქართველოს პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

შეხვედრის მონაწილეებს თემატური მასალები გადეცათ.

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

05-09-2019