საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საირმეში ევროინტეგრაციის პროცესებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

10 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ცაგერის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ზედა საირმის მოსახლეობასთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალურმა წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ საქართველო ნატოს პარტნიორობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა. შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და აღინიშა, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს თავდაცვის სფეროში ნატოსთან აქტიური თანამშრომლობა. დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ თემატური საინფორმაციო მასალა.

 

აღსანიშნავია, რომ პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

"დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის შეხვედრა ადგილობრივ თვითმმართველობასა და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, ნატო ბურჯალიანთან აქტიური თანამშრომლობით შედგა.

10-09-2019