საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
მარნეულში სკოლის მასწავლებლებთან ევროანტლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

13 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო სკოლის მასწავლებლებთან საქართველოს ევროანტლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა.

შეხვედრის მონაწილეებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ნარდაიამ საქართველო-ნატოს ურთიერთობის მიღწევებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა.

„მასწავლებელს უდიდეს როლი აკისრია თანამედროვე ეპოქაში. ჩვენ შეგვიძლია მოსწავლეებამდე მივიტანოთ სწორი ინფორმაცია და ერთად დავამსხვრიოთ ის მითები, რომლებიც არსებობს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით“ - განაცხადა საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა თემურ სუყაშვილმა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის გაცემული გრანტის ფარგლებში, მიმდინარე პროექტზე „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“.

აღსანიშნავია, რომ ესარის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საინფორმაციო ცენტრმა ანტი-დასავლური პროპაგანდისგანმომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის და ქვეყნის ევროპულიდა ევრო-ატლანტიკურიინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო. პროექტის ფარგლებში შეხვედრები, მრგვალი მაგიდის დისკუსიები და სემინარები იმართება რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში.

13-09-2019