საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროინტეგრაციის საკითხებზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გაიმართა

12 სექტემბერს, წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან  საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენელმა ანა ცანავამ და მოწვეულმა ექსპერტმა გიორგი ჩიტაძემ საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA), საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებისა და ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე,  ასევე, ყურადღება გამახვილდა   ქვეყნის   ევროპული   და   ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაციისთვის მიმდინარე პროექტის შედეგებსა და მნიშვნელობაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
პროექტი   “დასავლური   ინტეგრაციის   პროცესის   შესახებ   ინფორმირებულობისა   და ჩართულობის   გაზრდა   რეგიონებში” საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ  საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. 
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტიდასავლური  პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ   საქართველოს   მოსახლეობის   სწორად   ინფორმირებულობისა   და   ქვეყნის ევროპული   და   ევრო-ატლანტიკური   ინტეგრაციის   პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო.

პროექტის ფარგლებში, მსგავსი შეხვედრები, მრგვალი მაგიდის დისკუსიები და სემინარები იმართება რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში.

12-09-2019