საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სოფელ საწირეში ადგილობრივ მოსახლეობასთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

13 სექტემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროსა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთობლივი თანამშრომლობით სოფელ საწირეში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ მონაწილეებს უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებული რეგულაციების შესახებ, საქართველოს ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებზე, ევროკავშირათან თანამშრომლობასა და ნატო-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე დაისვა კითხვები ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობების საკითხებზე. შეხვედრის მონაწილეებს თემატური მასალები გადეცათ.

შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა და მერის რწმუნებული თემში თემურ ლომთაძე ესწრებოდა.

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

13-09-2019