საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროინტეგრაციის საკითხებზე კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალში შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაცო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“  ორგანიზებით,  კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის სტუდენტებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განიხილა ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ განვლილი ეტაპები,  ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები და ის პრიორიტეტული საკითხები,  რომლებზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში.

 

საუბარი შეეხო ასევე,  ნატო-საქართველოს  პარტნიორობასა და ნატოს- უპრეცენდენტო მხარდაჭერის  მაგალითებს.

 

ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ დაფინასებული საგანმანათლებლო პროგრამა    ERASMUS +  მიერ ახალგაზრდებითვის გახსნილ უამრავ შესაძლებლობაზე და  პროგრამა  ENPARD -ის მიმდინარეობასა და წარმატებულ მაგალითებზე.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს  უვიზო მიმოსვლასა და  ამ პროცესში არსებულ გამოწვევებზე.  აღინიშნა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შედეგად საქართველოს მოქალაქეებისთვის გახსნილი  შესაძლებლობა  არის დიდი მონაპოვარი, რომელსაც დაცვა და შენარჩუნება ჭირდება.   შეხვედრაზე, რომელიც აქტიური დისკუსიის ფორმატში გაიმართა, ასევე ისაუბრეს საფრთხეებზე, რომელსაც ანტიდასავლური პროპაგანდა მოიცავს და მასთან ბრძოლის ხერხებზე.

 

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ასევე გააცნო სტუდენტებს  საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა და იმ პროექტებზეც ესაუბრა, რომლებშიც თითოეულ მათგანს შეეძლება  ჩართულობა  და აქტიურობა.

 

შეხვედრის დასასრულს მსმენელებს დაურიგდათ თემატური  ბროშურები და საინფორმაციო მასალები.

 

შეხვედრას კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის სასწავლო პროცესისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მენეჯერი მარიამ ჯიჯავაძე და ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

19-09-2019