საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონში

18 სექტემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონში მოსახლეობასა და მარტვილის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურმა წარმომადგენელმა ანა ცანავამ ისაუბრა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობისა და ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე.

 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში" პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.

18-09-2019