საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
დასავლური ინტეგრაციის შესახებ რეგიონული დაფარვისა და ჩართულობის ზრდა

ა) პროექტის დასახელება: დასავლური ინტეგრაციის შესახებ რეგიონული დაფარვისა და ჩართულობის ზრდა

ბ) პროექტის ხანგრძლივობა (თვეები): 18 თვე

გ) პროექტის დაწყების თარიღი: 1 ნოემბერი, 2018 წელი

დ) პროექტის დასრულების თარიღი: 30 აპრილი, 2020 წელი

3.2 პროექტის რეზიუმე (მოკლე მიმოხილვა)

18 თვის პერიოდზე გაწერილი ხანგრძლივობის პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ათივე რეგიონის მოსახლეობისთვის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ობიექტური და ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდებას: (1) ცენტრის რეგიონული შესაძლებლობების გაძლიერების გზითა და (2)ზემოთ აღნიშნული თემების მედია გაშუქების გაზრდით რეგიონული მაუწყებლობების ქსელის, ბეჭდური და ვებ-მედიის საშუალებით.

 

წარმოდგენილი პროექტი უზრუნველყოფს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას საქართველოს ათივე რეგიონში ფართო საზოგადოებისათვის; ასეთი ინტერვენციის შედეგად, რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოსახლეობა გაიგებს უფრო მეტს იმ სარგებლის შესახებ რასაც საქართველო იღებს ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესისგან, რა ახალი შესაძლებლობები იქმნება და როგორ აისახება ეს ყოველივე ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

 

ცენტრი ირჩევს რეგიონული დაფარვის გაზრდის სტრატეგიას ორი კომპონენტის საშუალებით:

 

1) პირველი კომპონენტი გულისხმობს ცენტრის რეგიონული შესაძლებლობების გაძლიერებას. ეს მოიცავს: ა)ცენტრის ბიუროების გეოგრაფიული არეალის გაფართოებას, რომ დაიფაროს საქართველოს ათივე რეგიონი (ცენტრი ამჟამად ფარავს 7 რეგიონს); ბ)ცენტრის თანამშრომლებისთვის ტრეინინგებს/გადამზადებას, რათა საინფორმაციო კამპანიების უკეთესად წარმართვისთვის შეიძინონ პრაქტიკული ინსტრუმენტები და ცოდნა; გ)მოწვეული მომხსენებლებისთვის/ექსპერტებისთვის რეგიონული ბიუროების უზრუნველყოფა შესაბამისი ბიუჯეტით რეგიონებში თემატური შეხვედრების ჩასატარებლად; დ)ცენტრის რეგიონული ბიუროების უზრუნველყოფა რელევანტური ბიუჯეტით რეგიონული ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების (ვორქშოპები, სემინარები, მრგვალი მაგიდის დისკუსიები), საინფორმაციო კამპანიებისა და საჯარო აქტივობებისთვის სხვდასხვა სამიზნე

ჯგუფებისთვის თითოეულ რეგიონებში. საერთო ჯამში, გაიმართება დაახლოებით 130 ღონისძიება (65 სემინარი და 65 მრგვალი მაგიდის დისკუსია) საქართველოს ყველა დიდ მუნიციპალიტეტში და 504 ვორქშოპი სოფლებში; დაახლოებით ეს აქტივობები მოიცავს სოფლებსა და ურბანულ დასახლებებში მცხოვრებ დაახლოებით 22.000 ადამიანს.

 

უფრო დეტალურად:

ვორქშოპი = ვორქშოპის ხანგრძლივობა იქნება 1.5 საათი. მომხსენებელი თემას წარადგენს 30-40 წუთის განმავლობაში, დანარჩენი დრო კი დაეთმობა საკითხის განხილვას მონაწილეების ჩართულობით. აღნიშნული ფორმატი ძირითადად გამოყენებული იქნება შეხვედრებზე სოფლის თემებში (მაგალითად, მასწავლებლებთან, ფერმერებთან, ახალგაზრდებთან, თემის ლიდერებთან და სხვა).

 

სემინარი = სემინარის ხანგრძლივობა იქნება 2-3 საათი, წარმოდგენილი სულ მცირე 2 მომხსენებლით (ერთი წარმოადგენს სამთავრობო უწყებას, ხოლო მეორე - დამოუკიდებელი ექსპერტი); მონაწილეები ჩართულნი იქნებიან პანელურ დისკუსიებში. სემინარის ფორმატი გამოყენებული იქნება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საჯარო მოხელეებთან შეხვედრების დროს.

 

მრგვალი მაგიდის დისკუსიები = მრგვალი მაგიდის დისკუსიების ხანგრძლივობა იქნება 1.5 საათი და აღნიშნული ფორმატი გამოიყენება სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს; ეს ასევე გულისხმობს კითხვა-პასუხის დისკუსიების ფორმატს რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე აქტუალურ საკითხებზე.

 

2) პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება რეგიონის მოსახლეობასთან ვორქშოპების, სემინარებისა და მრგვალი მაგიდის დისკუსიების გზით პროექტის უმნიშვნელოვანეს ელემენტს შეადგენს. თუმცა, ასეთი პირდაპირი კომუნიკაციის აქტივობების აუდიტორია შეზღუდულია სამიზნე ჯგუფების მიხედვით, როგორებიცაა სტუდენტები, მასწავლებლები, საჯარო მოხელეები და სხვა. აქედან გამომდინარე, პროექტის მეორე კომპონენტი ორიენტირებულია საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ მედია გაშუქების ზრდაზე უფრო ფართო აუდიტორიისათვის. ამ მიზნის განსახორციელებლად, ცენტრი გადასცემს ქვე-გრანტს "ინტერნიუს საქართველოს" (IGE), რომელიც საქართველოს ათ რეგიონში კონკურსის საფუძველზე შეარჩევს 20 მედია პარტნიორს (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური და ვებ-მედია), მათ შორის 5 პარტნიორს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ტერიტორიებიდან, და გადასცემს მათ მცირე გრანტებს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით შინაარსობრივი პროდუქტის შესაქმნელად. პარტნიორები მოამზადებენ 280 მედია მასალას, როგორებიცაა თოქ-შოუები,

დოკუმენტური ფილმები, ბეჭდური, აუდიო და ვიდეო სიუჟეტები, ვრცელი ელექტრონული სტატიები

25-04-2019