საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სოფელ დიდველას თემში ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

23 სექტემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით სოფელ დიდველას თემში ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა და  მერის რწმუნებული თემში დავით კოხოძე ესწრებოდნენ.

 

სსიპ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონალურმა წარმომადგენელმა  მარიკა ვაჭარაძემ  შეხვედრის მონაწილეებს ნატო-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ევროკავშირთან თანამშრომლობასა და საქართველოს  ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებზე ინფორმაცია მიაწოდა.

 

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა თიკო ენდელაძემ მოსახლეობას მიგრაციის საკითხებსა და რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამებზე ესაუბრა. შეხვედრაზე მოსახლეობას უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებული რეგულაციები გააცნეს და შესაბამისი საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.  

23-09-2019