საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების მერის წარმომადგენლებსა და სპეციალისტებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

23 სექტემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების მერის წარმომადგენლებსა და სპეციალისტებთან საქართველოს ევროანტლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ლევან მახაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის მიღწევებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის გაცემული გრანტის ფარგლებში, მიმდინარე პროექტზე „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“ და განსაკუთრებით აღინიშნა მოსახლეობასთა ევროინტეგრაციის საკითხებზე მეტი კომუნიკაციის აუცილებლობა.

23-09-2019