საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროინტეგრაციის საკითხებზე სოფელ კვირიკეს სკოლის მასწავლებლებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

20 სექტემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით სოფელ კვირიკეს საჯარო სკოლის პედაგოგებთან და ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რეგიონალურმა წარმომადგენელმა აჭარაში ირმა გაბინაშვილმა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებსა და არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის შედეგად მიღებულ სარგებელზე, ახალ შესაძლებლობებზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გატარებულ, მიმდინარე და დაგეგმილ  რეფორმებზე ისაუბრა. 

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ  ლია შაქარიშვილმა აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია იმ  პროექტებსა და სიახლეებზე, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობა ახალგაზრდებს სთავაზობს და თითოეულ მათგანს საინფორმაციო ცენტრის მიერ დაგეგმილ აქტივობებში ჩართულობისკენ მოუწოდა.

 

შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლური პროპაგანდის, ყალბი ინფორმაციისა და მანიპულაციების გავრცელების გზებსა და საფრთხეებზე.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობასა და სიკეთეებზე, აგრეთვე, ამ პროცესში გამოვლენილ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევების გამოვლენასა და მათ პრევენციაზე.

 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო მასალები გადაეცათ.

 

შეხვედრას ქობულეთის მერის წარმომადგენელი კვირიკეს ადმინისტრაციულ ერთეულში და კვირიკეს საჯარო სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.  

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს  რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

20-09-2019