საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სოფელ როკითში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

23 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრთან თანამშრომლობით სოფელ როკითის საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან საინფორმაციო  შეხვედრა გაიმართა.

 

საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა  მარიკა ვაჭარაძემ  მოსწავლეებს ნატოსა და ევროკავშირის დ ა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებული შესაძლებლობებისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებულ მექანიზმებზე ესაუბრა.

 

შეხვედრას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომელმაც მოსწავლეებს მიგრაციის საკითხები მიმოიხილა.

 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს თემატური მასალები გადაეცათ. 

23-09-2019