საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
თამარა წულეისკირი დიდი ბრიტანეთის მთავრობის კომუნიკაციის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

26 სექტემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშრის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურის წარმომადგენლებს კერ ფერგუსონსა და დანიელა ბაილის შეხვდა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა სტუმრებს ცენტრის სტრუქტურა, საქმიანობის პრიორიტეტები, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს მოსახლეობის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე და ხაზგასმით აღინიშნა სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა.

თავის მხრივ ბრიტანელმა ექსპერტებმა საინფორმაციო ცენტრს მხარდაჭერა აღუთქვეს დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის თვალსაზრისით და გამოხატეს მზადყოფნა კვლავაც გაუზიარონ გამოცდილება სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით.

27-09-2019