საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ შეხვედრა გაიმართა

26 სექტემბერს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობასთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და მისი გამოწვევების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურმა წარმომადგენელმა ანა ცანავამ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე, მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ მითებსა და რეალობაზე ისაუბრა.

აღნიშნული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო მასალა გადაეცათ.

26-09-2019