საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროინტეგრაციის საკითხებზე სოფელ უჩხოში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

27 სექტემბერს, ნატოსა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოში საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის შუახევის ბიუროს წარმოამდგენელმა სალომე აბულაძემ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებსა და გამოწვევებზე, საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად მიღებულ სარგებელსა  და ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობასა და სიკეთეებზე, აგრეთვე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე, რომლებიც საშუალებას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას სოფლად განავითარონ მცირე ბიზნესი.

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს  რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.პროექტი საგარეო საქმეთ სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია. 

27-09-2019