საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

27 სექტემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრის მონაწილეებს მოწვეულმა ექსპერტმა ვასილ კაჭარავამ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის მიღწევებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა.

 

შეხვედრა ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, საკრებულოს დეპუტატები და საჯარო მოხელეები.

27-09-2019