საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
თამარა წულეისკირმა საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონალური ოფისი მოინახულა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი აგრძელებს რეგიონული წარმომადგენლობების ადგილზე მონახულებას. 3 ოქტომბერს თამარა წულეისკირმა ქალაქ ბათუმის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განთავსებულ აჭარის რეგიონალურ ბიუროს ესტუმრა და აჭარის წარმომადგენლს ირმა გაბინაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს, მოსახლეობამდე ევროინტეგრაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდების გზებსა და რეგიონალური ბიუროს გაძლიერების შესაძლებლობებს.

საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონალურმა წარმომადგენლმა ირმა გაბინაშვილმა ცენტრის მდებარეობიდან გამომდინარე, სტუდენტებთან თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ცენტრი რეგიონის ახალგაზრდებს სასარგებლო ინფორმაცითა და ბეჭდური მასალით მუდმივად ამარაგებს. მისივე თქმით, ძალიან დიდია სტუდენტების დაინტერესება ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში გახსნილი შესაძლებლობებით.

გაცნობითი შეხვედრა 3 ოქტომბერს, უნივერსიტეტში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გიოტმიოლერის დასავლეთ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.

თამარა წულეისკირი ასევე შეხვდა ქალაქ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს მერაბ ხალვაშს და მადლობა გადაუხდა ღონისძიების მასპინძლობისა და ცენტრის აქტიური მხარდაჭერისთვის.

04-10-2019