საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
თერჯოლის რაიონში ევროინტეგრაციის საკითხებზე იმსჯელეს

26 სექტემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლობით სოფელ ძევრის თემში ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ შეხვედრის მონაწილეებს ნატო-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ევროკავშირათან თანამშრომლობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობები, საქართველოს ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებები.


მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა თიკო ენდელაძემ მოსახლეობას მიგრაციის საკითხებსა და რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამებზე ესაუბრა. შეხვედრაზე მოსახლეობას უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებული რეგულაციები გააცნეს და შესაბამისი საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომ

26-09-2019